
მკვლელობა რუსთავში - 1997 წელს დაბადებულმა ქალმა 79 წლის კაცი მოკლა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე - რუსთავში დააკავეს",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, გუშინ, 24 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში კაცი მოკლეს.