სახალხო დამცველი არჩევნების გადადებას ითხოვს | საპასუხოდ, ხელისუფლება თავს ომბუდსმენს ესხმის

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და არჩევნების გადადებას ითხოვს. ნინო ლომჯარიას მიმართვის ადრესატები ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები არიან.

ომბუდსმენისთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ დაიწყო სამთავრობო გუნდმა მსჯელობა არჩევნების თარიღის გადადებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.

ქართული ოცნების ლიდერები და პრემიერი ნინო ლომჯარიას ოპოზიციის დავალების გახმოვანებაში ადანაშაულებს და დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია არჩევნების გადადებას დამარცხების შიშით ითხოვს.

ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს და არჩევნებს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს - ფიქრობენ ოპოზიციაში

უკონტროლო პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტრო არჩევნების გადადების საჭიროებას ვერ ხედავს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი