უკვე 1 წელია, თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ემუქრებიან და აშანტაჟებენ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანიდან გამოქცეულ ჟურნალისტს, საფრთხე ახლა საქართველოში ემუქრება. ინფორმაციას აფგან მუხთარლი ავრცელებს და ამბობს, რომ ოპოზიციონერ ჟურნალისტს უთვალთვალებენ და უცნობი პირები ოჯახის უსაფრთხოებით აშანტაჟებენ. აზერბაიჯანში კი მისი დევნის მიზეზი ოპოზიციურ მედიაში საქმიანობაა, რის გამოც, ორი წლის წინ, მისი ტელევიზიაც დახურეს. 

ჟურნალისტი, რომელიც უკვე ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, ახლა უსაფრთხოების გარანტიას საქართველოს ხელისუფლებისგან ელის. 

დევნისა და შანტაჟის ფაქტებზე ძალოვანმა უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა სამშობლოდან დევნილ  ჟურნალისტებს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ. ამბობენ, რომ უკვე წლებია, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად  განწყობილი მედიის წარმომადგენლები საკუთარი უფლებებისა და  სიცოცხლის დასაცავად საქართველოში ჩამოდიან, თუმცა მათი შანტაჟი აქაც გრძელდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი