დამნაშავეების კიდევ ერთი წახალისება - "ქართული ოცნება" სტრატეგიას არ ღალატობს და ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს მთავარ იარაღად ისევ ძალადობას იყენებს.
მმართველმა პარტიამ, რომელმაც ხელისუფლებაში მოსასვლელადაც და პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპირისპირების ყველა ეტაპზე სწორედ ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტილს არ შეცვლის.
ჟურნალისტებზე თავდასხმები რომ სწორედ "ქართული ოცნების" წახალისებულია, კიდევ ერთდხელ დადასტურდა და ვახო სანაიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ახლა უკვე იქცა მორიგ რგოლად თავდასხმების უსასრულო ჯაჭვში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მედიაში, პოლიტიკურ ოპონენტებს შორისაც და მთლიანად საზოგადოებაში შიშის დათესვას ცდილობს.
გთავაზობთ ფაქტებს, რომლებიც თვალსაჩინოდ აღწერენ, თუ როგორ მართავს ქვეყანას "ქართული ოცნება"...