"დარეკეტებული ბიზნესი" და შემოწირულობები - TI "მთავარი არხის" რეპორტაჟს ეხმაურება

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო22 აგვისტოს „მთავარ არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, სადაც პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებებია განთავსებული, 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714 000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს „მთავარი არხის“ სიუჟეტში მოთხრობილი ისტორიის არაპირდაპირ მტკიცებულებას",- ნათქვამია ორგანიზაციიის განცხადებაში. 

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" მოუწოდებს:

  • გენერალურ პროკურატურას, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლოს სიუჟეტში ასახული შესაძლო მძიმე და მასშტაბური დანაშაული
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, რათა შეამოწმოს ხსენებულ შემოწირულებათა კანონთან შესაბამისობა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი