პროკურორი არ გამორიცხავს, რომ პანკისში დაკავებულები ტერორისტულ აქტს საქართველოში გეგმავდნენ

გამოქვეყნდა:

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე გეგმავდნენ:

გეგმავდნენ თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებას, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ.

დაკავებულების აღკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდება პატიმრობას, დაცვის მხარე კი 3 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებს.

სპეცოპერაცია პანკისში, სოფელ დუისსა და ქორეთში 24 აგვისტოს ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ბრალდებათ.

ამავე თემაზე:

ტერორისტისთვის მიცემული ერთგულების ფიცი და საუბრები აფეთქებაზე | სუს-ი პანკისელების აუდიოჩანაწერს აქვეყნებს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი