ტერორისტისთვის მიცემული ერთგულების ფიცი და საუბრები აფეთქებაზე | სუს-ი პანკისელების აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს პირველი ტერორისტისთვის მიცემული ერთგულების ფიცი, საუბარი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებაზე თურქეთიდან სირიის ქალაქ იდლიბში გადასვლა და საომარ მოქმედებებში ჩართვა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს მტკიცებულებების ნაწილს, რომლების საფუძველზეც გუშინ პანკისში სპეცრაზმმა 5 ახალგაზრდა დააკავა.

კადრებში მკაფიოდ ისმის და აშკარად ჩანს პანკისელების მოქმედებები და განზრახვები: ისინი პირადად მიმართავენ ისლამური სახელმწიფოს ლიდერს აბუ ალ ჰაშიმის და ჯიჰადში მონაწილეობის პირობას აძლევენ. ყველა დაკავებულს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ბრალი უკვე წარუდგინა.

დამატებით მტკიცებულებებს სუს-ი ხვალ სასამართლოში წარადგენს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი