"იმედმა" "ევროპულ საქართველოს" წინასაარჩევნო რეკლამის გაშვებაზე "სიძულვილის ენის" მოტივით, უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "იმედმა" "ევროპულ საქართველოს" წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი უთხრა და მიზეზად "სიძულვილის ენა" დაასახელა.

"ტელეკომპანია „იმედი“ სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც „იმედის“ ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის „ევროპული საქართველო“. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს „ევროპულ საქართველოს“. „ტელეიმედის“ საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

"იმედის" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "ევროპული საქართველოც". პარტიის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე "ევროპული საქართველო" სამართლებრივ ზომებს მიიღებს.

იხილეთ "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც "იმედმა" დაბლოკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი