ე.წ. ტექნიკური სიის გარდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ველიდან გასაქრობად ოპოზიცია რამდენიმე ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე და სათადარიგო გეგმაზე მუშაობს. მთავარი საკითხია, როგორ მოახერხებს ოპოზიციური სპექტრი ოლიგარქის და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოშორებას.

გიგი უგულავას ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის ლიდერების კანდიდატებად წარდგენას და ამ ფორმით არამარტო პროპორციულის, არამედ მაჟორიტარული ნაწილის მოგებასაც გულისხმობს.

2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება რომ ახლა ოპოზიციის მთავარი მიზანია, ამაზე ხელისუფლების ოპონენტები ერთხმად თანხმდებიან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ დაემორჩილა არც საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას, საჭიროა, სათადარიგო გეგმა, რითაც ივანიშვილის პარტია არსებული შერეული სისტემითაც დამარცხდება.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ველიდან გაქრობის შესახებ სხვადასხვა გეგმა განიხილება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ კი დღეს ირონია ვერ დამალა და ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური რეიტინგი დაუწუნა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი იანვარში გაგრძელდება.სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს  გახდება ცნობილი ეუთოს და ვენეციის კომისიის დასკვნა ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი