"ნაციონალურმა მოძრაობამ" კანდიდატებიც კი ვერ გამოძებნა, რომ დაეყენებინა სხვადასხვა რეგიონში და ოჯახის წევრების დაყენება მოუწია, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს მათი ტრადიციაა - გვახსოვს ზუგდიდში ადრე ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე იყო წარდგენილი, საუბარი იყო ასევე დედაზეც რომ წარედგინათ. ასე რომ, ეს მათი ტრადიციაა ნათესავების კანდიდატურების წამოყენება. ჩვენ გვინახავს, რომ მშობლებს შვილები შემოჰყავთ პოლიტიკაში, მაგრამ შვილებს რომ მშობლები შემოეყვანათ, ეს მგონი პირველად ხდება"
"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ენმ-ზე, ნიკა მელიასა და ანზორ მელიაზე