გინეკოლოგები ორსულებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ იმუნიზაცია უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში.
ექიმების თქმით, ვაქცინაცია რეკომენდებულია ლაქტაციის დროსაც.
ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომ რამენაირად დავიცვათ ორსულები ნებისმიერ ტრიმესტრში და მათ შორის ლაქტაციის დროსაც რეკომენდებულია ვაქცინაცია. კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინაციას არანაირი უარყოფითი გავლენა არ აქვს ორსულობის გამოსავალზე, არც შემდგომ შვილოსნობაზე. სულ ბოლო მონაცემებით, ანტისხეულები აღმოჩენილია ჭიპლარის სისხლში, რაც ასევე იცავს ახალშობილს",- ამბობს თინათინ გოგუა მეანგინეკოლოგი.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის აცრილი არ იყო.