საარჩევნო კომისიის მდივნად, "ოცნების" სიის პირველი ნომრის, ასლან ბალაძის ცოლი აირჩიეს - ჩხუბი ბათუმის საარჩევნო უბანზე

გამოქვეყნდა:

ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ კომისიის თავმჯდომარის მდივნად ბათუმში "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომრის, ასლან ბალაძის ცოლი, მზია ჩაჩუა აირჩიეს.

სხდომას საოლქო კომისიიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაპირისპირება, სწორედ მზია ჩაჩუას არჩევას მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ იცოდა, ვინ უნდა ყოფილიყო კომისიის თავმჯდომარე, მათივე შეფასებით, მმართველო გუნდი ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი