2012 წლის 1 ოქტომბერს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან... - ღარიბაშვილი გახარიაზე

გამოქვეყნდა:

გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს - ქვეყნის მოქმედი პრემიერი და "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი თანაგუნდელისა და პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებლის, გიორგი გახარიას მოღალატეს კიდევ ერთხელ უწოდებს

"2012 წლის 1 ოქტომბერს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნეს-ომბუსმენად, გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ პრემიერმინისტრი. მთელი გუნდი და პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს. გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს: კლუბების ოპერაცია წარუმატებელი, პანკისის ოპერაცია წარუმატებელი, შემდეგ გავრილოვის ღამის მართვა და .შ. რაშიც "ქართულმა ოცნებამ" ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა" ,- ამბობს ღარიბაშვილი.

რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ღარბაშვილის შეფასებით, მან "გუნდი მიატოვა" მხოლოდ იმის გამო, რომ "თავზეგასული ადამიანის" დაჭერას არ დათანხმდა:

"ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა და კრიტიკული დრო როცა დადგა და ჩვენი გუნდის ფარგლებში, მან პირდაპირ უნდა ითქვას და ამას სახელი დაარქვა პარტიის დამფუძნებელმა მან ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე. უღალატა ჩვენს გუნდს და უღალატა სახელმწიფოს პირველ რიგში. ქვეყანა ასეთ დროს მიატოვა პირდაპირ.

ალბათ, მსოფლიოს ისტორიაში ასეთი ანალოგი არ მოიძებნება, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერმინისტრი გადადგა იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავზეგასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა. როცა წინა დღეს და წინა საათებში თავად ითხოვდა დაკავებას. ამის გამო ადამიანმა შუა ოპერაციის დროს მიატოვოს და სისტემა დააყენოს ჩამოშლის წინაშე არის ღალატი სახელმწიფოს წინაშე." ამბობს ღარიბაშვილი.

ის ბიძინა ივანიშვილსაც იმოწმებს, რომელმაც ასევე მოღალატე უწოდა ერთ დროს მის რჩეულ გახარიას:

პარტიის დამფუძნებელმა მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის - ამბობს ღარიბაშვილი

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი