ხელისუფლების წინასაარჩევნო ტერორი და ოპონენტების მოსმენა . ამჯერად საქმე გიორგი გახარიას პარტიის წევრს ლევან თათოშვილსა და მის ოჯახის წევრებს ეხება.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებით, მის დედას და დეიდას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ თანამდებობიდან წასვლის მიზნით განცხადების დაწერა მხოლოდ იმის გამო მოსთხოვა, რომ ის გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანდა და კენჭს პარტიის სახელით, სამცხე ჯავახეთში იყრის.
ლევან თათოშვილი "მთავართან" ყვება იმასაც, რომ მას ქართული ოცნება უსმენს, ოპოზიციონერი მის ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ავტორად, პირადად სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, ბესიკ ამირანაშვილს ასახელებს.