"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

​პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის თქმით, 43%-ნი დათქმის მიუხედავად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, საპარლამენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ იმართება და "ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კონსტიტუციას დაემორჩილოს".

ღარიბაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე "დამაჯერებლად გაიმარჯვებს".

"საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ნდობის მანდატი დაგვიტოვა ჩვენ, ქართულ ოცნებას. საპარლამენტო არჩევნები იმართება 4 წელიწადში ერთხელ და ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ყველა მოქალაქე არის ვალდებული დაემორჩილოს კონსტიტუციას და მთავარ კანონს, კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის არჩევანს. ვადამდელი არჩევნები არ იქნება",-თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 19 აპრილს, ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერა. დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი ვადამდელ არჩევნებს შეეხებოდა. კერძოდ, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნულიყო.

28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება ნულირებულად ცნო. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე, უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ დოკუმენტმა "თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი