ერთი საათის წინ ქალაქ თელავიდან 19 წლის ზაქრო კუსრაშვილი გაიტაცეს, მან დედასთან ტელეფონზე დარეკვა მოასწრო და უთხრა, რომ იტაცებდნენ, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა.
ზაქრო კუსრაშვილი ევროპული საქართველოს წევრის ნინო გალახვერიძის ვაჟია, ოჯახი გატაცების ფაქტს დედის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. ნინო გალახვერიძე ვარაუდობს, რომ სავარაუდო გამტაცებლები "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ადგილობრივები არიან, რომლებიც
რამდენიმე დღის წინ კუსრაშვილების საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით მივიდნენ და ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან გაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი ის სახლში ანერვიულებული დაბრუნდა. საპატრულო პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი