ევროკავშირის პრეზიდენტის კაბინეტის ინიციატივით, საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართული შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის საელჩოში ონლაინ მიმდინარეობდა დასრულდა.
საუბარი შეეხო მოახლოებულ არჩევნებს, შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, ასევე მიკროსაფინანსო დახმარებას.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ევროკავშირი ელის ყველა იმ შეთანხმების შესრულებას, რომელიც მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერით იკისრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ფინანსური დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.