ანზორ მელია - 39%, "ოცნების" კანდიდატი - 32% | ენმ-ის შიდა კვლევა ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

"ტყუილებით ნუ ცდილობენ მოქალაქეების დეზინფორმირებას" - ასე ეხმაურება თამარ კორძაია პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სიძულვილით სავსე განცხადებებს.

კორძაიამ წარმოადგინა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგები, რომლთაც ჩანს, რომ ენმ-ისა და ოპოზიციის საერთო კანდიდატ ანზორ მელიას - 39% აქვს, "ოცნების" კანდიდატს, მამუკა წოწორიას - 32%, პარტია "საქართველოსთვის" სავარაუდო კანდიდატს გეგა შენგელიას კი მხარს გამოკითხულთა 21% უჭერს. სხვა კანდიდატები კი - 8%.

კორძაიას თქმით, ენმ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა "პასუხი უნდა გაეცეს აუცილებლად იმ აღვირახსნილ კამპანიას, რასაც "ქართული ოცნება" ეწევა".

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი