ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ქაბულის აეროპორტის გარეთ აფეთქება მოხდა. თალიბანის ცნობით, დაღუპულია 11 ადამიანი. მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები და ქალები. თალიბანი კი აცხადებს, რომ დაშავდნენ მათი მებრძოლები.

აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ პენტაგონში. ჯონ კირბის განცხადებით, დამატებითი დეტალები აშშ-სთვის ამ ეტაპზე არაა ცნობილი.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას მოჰყვა მსხვერპლი. ზუსტი რაოდენობა უცნობია" - წერს კირბი ტვიტერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი