სიძულვილის ენა, ოპონენტებზე თავდასხმები და ლანძღვა | ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა გრძელდება

გამოქვეყნდა:

რაც უფრო დაბალია "ქართული ოცნების" რეიტინგი, მით უფრო მეტს ილანძღება ირაკლი ღარიბაშვილი. "ოცნების" პრემიერმინისტრი სამეგრელოში განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდა და ოპონენტების მიმართ აგრესიას არცერთ საჯარო შეხვედრაზე არ მალავდა.

მთავრობის მეთაური, რომელიც ერთხელ უკვე გაუშვეს პოსტიდან, სწორედ ნეპოტისტური დანიშვნებისა და კახური კლანის გადამეტებული ბიზნესმადის მიზეზით, დღეს ოპოზიციის ლიდერს ნიკა მელიას და მის მამას, ზუგდიდის მერობის კანდიდატს ანზორ მელიას აკრიტიკებდა.

სრულიად მოულოდნელად ღარიბაშვილისთვის ოჯახის წევრებისა და ნათესავების თნამონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში დაუშვებელი გახდა. მაგრამ "ქართული ოცნების" ლიდერის ასეთი რიტორიკის მიზეზი ადვილი ამოსაცნობია და ოპონენტებმა, რომლებიც ამ დრომდე დუმდნენ დღეს ფაქტები გაასაჯაროვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი