სისხლიანი დაპირისპირება ბადიაურში - კონფლიქტის მიზეზი, რომელიც 29 წლის ოთარ ნაცვლიშვილის დაჭრით დასრილდა, ეჭვიანობა გახდა. ირკვევა, რომ ბადიაურში, მეგობრებს შორის მომხდარ ქუჩურ გარჩევას წინ სასიყვარულო მიმოწერა უძღოდა, დაჭრილსა და ახალგაზრდა გოგონას შორის, მიმოწერა კი ქალის ქმარმა და მაზლმა წაიკითხეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ცეცხლსასროლი იარაღით ბრალდებულმა იმედა მიქელაშვილმა, რომელიც ინციდენტის მთავარი ფიგურანტის, ახალაგაზრა ქალის მაზლია. 29 წლის მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები თავის არეში მიაყენა.
ბრალდებული სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლოაბში შემთხვევის ადგილთან ერთად, პოლიციის განყოფილებაშიც მიმდინარეობდა, სადაც ქუჩური გარჩევის შესახებ ადგილობრივებსა და საქმის მთავარ ფიგურანტებს კითხავდნენ. ქალი, რომელიც ახალაგზრდებს შორის დაპისიპრების მიზეზი გახდა - დუმს. მისი ოჯახი კი დაპირისპირების ვერსიას უარყოფს და საქმეში ქალის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.
დაჭრილი ოთარ ნაცვლიშვილი თავდაპირველად საგარეჯოს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს. ექიმები პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
იხილეთ ასევე: