რიგ შემთხვევაში, მიზეზი არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია - ტიკარაძე ინფიცირებულ ორსულებზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტიკარაძის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში, კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალების ან დაავადების გართულების მიზეზი დაგვიანებული სტაციონარიზაციაა. ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს კვლევა ორსულებში გახშირებული ლეტალობის შემთხვევებზე, პროცესში ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია.

"მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე კონკრეტულად პაციენტებზე საუბარს, ვინაიდან თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედია. რა თქმა უნდა, გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართული არის გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულების კომპონენტში. 

აქვე აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია. გუშინ, მაგალითად, სამეგრელოდან ერთ-ერთი ორსულის საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა, ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ, სამაგიეროდ, პოსტი ედო Facebook-ზე. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს რომელიც აქტიურია Facebook-ზე",-თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გვიან ღამით კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ეს აგვისტოში ორსულის გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა, საერთო ჯამში, კი კორონავირუსს 13 ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი