თბილისის მერი ისევ ესტონეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი განცხადებები "შეურაცხმყოფელია". კალაძის აზრით, კერსტი კალიულაიდის დამოკიდებულება "არასწორია"
"ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმა, წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის ჩვენს ხალხში, იმიტომ რომ უჩენს სკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი", - თქვა კალაძემ.
ესტონეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან თქვა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის, რასაც კალაძემ გუშინ ასე უპასუხა - "ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს"