"დაეხმაროთ პატარა ნიკოლოზს" - კირკიტაძის მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე მცირეწლოვანი ბავშვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროსა და "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატს აკისრებს.

კირკიტაძის თქმით, 10 აგვისტოს პარლამენტში მან ჯანდაცვის სამინისტროსა და რუსთავის მაჟორიტარს ბავშვის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა მაშინ თქვა, რომ ოჯახს დახმარება არ ესაჭიროებოდა და თუ ეს საჭირო გახდებოდა, სახელმწიფო მას დაეხმარებოდა.

ამის შემდეგ მცირეწლოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მას ახლა შუალედური ოპერაცია უკეთდება.

კირკიტაძე ამბობს, რომ დაპირების მიუხედავად, სამინისტრო ოჯახს არ დაეხმარა.

"საქართველოს ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხით, რომლითაც მოვალენი ხართ დაეხმაროთ პატარა ნიკოლოზს და მსგავსი ტიპის გასაჭირში მყოფ, არაერთ საქართველოს მოქალაქეს. მოგიწოდებთ, აუცილებლად დაეხმაროთ. პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ",- თქვა დავით კირკიტაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი