რა უნდა უგულავას ფოთში...კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ნათქვამია - ძალაუფლება რყვნის ადამიანსო და ჩვენ, რაც გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკაში მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები" - ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტების მიმართ ზიზღისა და სიძულვილის კამპანიას აგრძელებს. ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა მოხვდა. ღარიბაშვილმა უგულავა ფოთში, "ოცნების" მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას ლანძღა.

ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და ფოთელებს, მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში, კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით და თანამედროვე ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციონერია, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი",-თქვა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი