"მთავარის" ინფორმაციით, ვალერი გელაშვილი, "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იქნება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ვალერი გელაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხაშურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატობას გეგმავდა, "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იქნება.

გელაშვილი "მთავარ არხთან" ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, გელაშვილი შეხვედრას პრემიერ ღარიბაშვილთან გეგმავს 

მუნიციპალიტეტის პარტიულ სიაში იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც ძალადობაში არიან მხილებული და მათ წინააღმდეგ შსს-ში სისხლის სამართლის საქმეები დევს. მაგალითად, "მთავარი" ინფორმაციით, ასევე სიაში იქნება საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტმა ფიზიკურ ძალადობაში ამხილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი