არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე - დაპირება სეტყვით დაზარალებულებს

გამოქვეყნდა:

პრემიერი ღარიბაშვილი კახეთში მოსულ ძლიერ სეტყვაზე განცხადებას ფეისბუქზე ავრცელებს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას პირდება:

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

ამ პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე.

შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი.

არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!- წერს ღარიბაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი