მოღალატე იქნება ყველა ექიმი, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ორსულების ინფიცირებასა და ანტივაქსერ ექიმებზე ისაუბრა.

გამყრელიძემ ყველა ანტივაქსერ ექიმს, რომლებიც ორსულებს ეუბნებიან, რომ არ აიცრან "მოღალატე" უწოდა და ორსულებისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

გამყრელიძემ თქვა, რომ ორსულებში დელტა შტამი განსაკუთრებით საშიშია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორსული Pfizer-ით აიცრას.

ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან, არადა არიან, უნდა ვაღიარო, სამწუხაროდ და ზოგიერთი ძალიან აქტიურობს ამ სოციალურ ქსელებში და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივმართო და მოვუწოდო. ახლა ხო ის მოღალატე იქნება, ქვეყნის და საზოგადოების, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრა, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გვიან ღამით კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ეს აგვისტოში ორსულის გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა, საერთო ჯამში, კი კორონავირუსს 13 ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი