საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, გოიმებს და უსაქმურებს გვეძახიან - ანას ბაღის დამცველების პასუხი კალაძეს

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე ანას ბაღში მშენებარე კორპუსის წილშია, - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა გააკეთა.

ჩხარტიშვილი თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა, სადაც ანას ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და ადგილმონაცვლეობას ითხოვენ.

ჩხარტიშვილის თქმით, თბილისის მერიამ ანას ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე მეორედ გასცა, რაც კალაძის კორუფციულ ინტერესებზე მეტყველებს.

ამას სხვა ახსნა, თუ არა პირადი დაინტერესების, არ შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ, რომ არც ტერიტორია შეცვლილა, არც გარემოება და როცა ხელახლა იმავეს აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ წილში, კახა კალაძე ანას ბაღის კორპუსის შემთხვევაში არი წილში, ამას სრული შეგნებით ვაცხადებ, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

თბილისის მერიასთან აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი ქაოტურ მშენებლობებს აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც ანას ბაღის დამცველებს უსაქმურები უწოდა.

იმის ნაცვლად, რომ საქმეზე გველაპარაკონ, გოიმებს და უსაქმურებს გვეძახიან და ვანახებთ მაგათ, ვინ არის გოიმი, უსაქმური და როგორი უნდა იყოს ქალაქი, - ამბობს ნატა ფერაძე.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის ბოლოს გაიყიდა, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გადაწყდა. "ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა" წელს კიდევ ერთხელ მიმართა მერიას მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, რაც მერიის არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი