ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირება და ოპონენტების მიმართ ზიზღის ფრქვევა. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის ლიდერებს ჯერ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში და შემდეგ კორუფციაში ადანაშულებს.
"ქართული ოცნების" ლიდერი, რომლის სახელსაც პირველივე დღიდან უკავშირდება სიმამარის, კორუმპირებული მილიციის გენერლის სახელი და რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ უკვე გაუშვა პრემიერის პოსტიდან მისივე კახური კლანის გადამეტებული ბიზნესინტერესების გამო, ახლა ოპონენტების იმავე ბრალდებებით დისკრედიტირებას ცდილობს.
ღარიბაშვილი, რომელსაც "ქართული ოცნების" რეგიონული წინასაარჩევნო კამპანია აბარია, იმდენად ჩაითრია ამ რიტორიკამ, რომ პრემიერს ხშირად კანდიდატების წარდგენა და მათზე საუბარიც კი ავიწყდება.