"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს პარტიული სიის წევრებმა ბათუმის მერიის წინ ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდის სახელმწიფო აუდიტის დასკვნები მიიტანეს, სადაც მათი თქმით, საუბარია ბათუმის მერიის კორუფციულ საქმიანობაზე.
ოპოზიციონერები ქართული ოცნების მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატს მიმართავენ, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რაც ნეპოტიზმს და კორუფციას ეხება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე