ვაშაძეების "მესამე ძალა" - პრეზენტაცია 30 აგვისტოსაა დაგეგმილი

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობიდან სკანდალით წასული თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკაში ბრუნდება და სავარაუდოდ საკუთარ მომავალს "სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელს" - გიორგი ვაშაძეს დაუკავშირებს.

ორივე ვაშაძე კი ერთად უკვე ახალ პოლიტიკურ პარტიაში -"მესამე ძალა"- გაერთიანდება.

ამავე პარტიაში გაერთიანდებიან "რესპუბლიკელები" და "რეფორმერები". "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ამბობენ, რომ "მესამე ძალის" მიზანია, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში 43%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს. 

არსებული ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობისთვის მოლაპარაკება სერგო ჩიხლაძესთან მიმდინარეობს. ინფორმაციას თავად ჩიხლაძე არ ადასტურებს. 

"გრიგოლ ვაშაძე იქნება ამ პარტიაში, სხვა პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილებს რაც შეეხება, ამას 30-ში გავაჟღერებთ. კანდიდატებზე მსჯელობა ფინალურ ფაზაშია. იდეა მესამე ძალის შექმნის არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიკრიბოთ ოპოზიციურ ფრონტზე იმიტომ, რომ 43%-იანი ბარიერი კვლავ ძალაშია",- ამბობს სერგო ჩიხლაძე.

"მესამე ძალის" პრეზენტაცია 30 აგვისტოს დაიგეგმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია პირველი ნომრით იბრძოლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი