"საუბრები მიხეილ სააკაშვილთან" - "მთავარ არხზე" გასულ გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად კორუფციაზე და მისი დამარცხების გზებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორუფციის და ნეპოტიზმის დამარცხებისა და ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერისათვის კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 50 ინოვაციური პროექტის გამოვლენას გულისხმობს და საუკეთესო იდეის ავტორებს ის უკრაინაში ეპატიჟება.
მისი თქმით, მიუხედავად წარსულისა, თუ პარტიული კუთვნილებისა, პირადად ის და მისი გუნდი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს იდეები საქართველოში დაინერგოს.