დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი რურუას წინასაარჩევნოდ გამოუშვებს - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი გიორგი რურუას წინასაარჩევნოდ გამოუშვებს, - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" გააკეთა.

ნიკა მელია პოლიტპატიმრების შეწყალების ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ოლიგარქი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებს, რაც სიმართლე არაა.

ივანიშვილი ახლა ძალიან უნიჭოდ ცდილობს შეფუთოს ეს გადაწყვეტილება იმდაგვარად, რომ ქალბატონმა სალომემ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და როგორც არასდროს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ გამოგვადგა, მადლობა მინდა მას ამისათვის გადავუხადო, რომელმაც თქვა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშილთნ შეთანხმებული იყო, - აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა კი კვლავ საპატიმროში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი