სამთავრობო შემწეობის პროგრამის ხარვეზები - თვითდასაქმებულები შექმნილ პრობლემებზე ჩივიან

გამოქვეყნდა:

თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი სამთავრობო შემწეობის მიღმა რჩება. ხელისუფლება, ბოლო რამდენიმე კვირაა, საკუთარ ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს. ყველა მინისტრი სათითაოდ ხსნის, რამდენად კარგი დახმარების პაკეტი შეიმუშავეს კორონაკრიზისით დაზარალებული ადამიანებისთვის.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული მიზნობრივი სოციალური დახმარება რამდენიმე კატეგორიად დაიყო: დაქირავებულთა დახმარება - ანუ 200 ლარიანი კომპენსაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მარტის თვის ჩათვლით ჰქონდათ სამუშაო და დეკლარირებული შემოსავალი და თვითდასაქმებულთა დახმარება - ერთჯერადი 300 ლარის ოდენობით.

რა მივიღეთ სინამდვილეში?

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში, თვითდასაქმებულთა რაოდენობა 800 ათასზე მეტია. დახმარების მისაღებად მათ „საბანკო ანგარიში ან სხვა რაიმე სახის ცნობა“ უნდა წარადგინონ, მაგრამ არავის დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება „სხვა რაიმე სახის ცნობაში“.

თითქოს ნაკლები პრობლემა უნდა ჰქონოდათ დაქირავებულებს, მათ მაინც უნდა შეძლებოდათ მარტივად შესაბამისი საბუთების წარდგენა და 200-ლარიანი კომპენსაციის მიღება. თუმცა, მთავრობის დადგენილებაში ისეთი ხარვეზებია, რომ ათიათასობით ადამიანი ამ 200 ლარს იღებს. თანხა, რომელიც ასეთი პირების დასახმარებლად გამოიყო, 460 მილიონი ლარია - ჯამში 350 ათასი ადამიანის დასახმარებლად.

თუმცა, კრიზისისა და უკიდურესი გაჭრვების მიუხედავად, ამ თანხას მაისის თვეში მხოლოდ 80 ათასამდე ადამიანი მიიღებს. მიზეზი, რატომ დარეგისტრირდა ასე ცოტა უმუშევრად დარჩენილი, არავის მოუკვლევია. ყოფილი თანამშრომლების მონაცემები თავად კომაპანიებს უნდა გადაეცათ, არც მათი ხელმძღვანელები შეუმოწმებიათ, რამდენად სწორია მონაცემეი და ხომ არ დამალეს კომპანიებმა თანამშრომელთა რაოდენობა. "მთავარი არხის" ინფორმაცით, ასეთი შემთხვევებიც ხშირი იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში დაქირავებულთა რიცხვი 849 ათასია, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 840,400. მათ დასახმარებლად მთავრობამ 75 მილიონი ლარი გამოყო. ეს თანხა 300-300 ლარად რომ გადავანაწილოთ, ის მხოლოდ 250 000 მოქალაქეს ეყოფა. გამოდის, რომ თუკი სხვა, დამატებითი სახსრები არ გამოიძებნა, 590 400 ადამიანი ვერც ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს.

 

ავტორი: ნინო ჟვანია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი