ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
"პაციენტი იყო 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, დაფიქსირდა გულის გაჩერება. დაუყონებლივ მოხდა დაწყება პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა" - ამბობს მერაბ ჩიქოვანი.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი ვაქცინირებული არ იყო.
ეს არის პირველი გარდაცვალების ფაქტი საველე ჰოსპიტალში. ამ დროისათვის კი იქ 87 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში პაციენტი გუშინ, 28 აგვისტოს გარდაიცვალა.