თუ ტრანპორტი არ ამუშავდა, ეკონომიკა არ ამუშავდება, ეს ორჯერ ორი - ოთხია, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
მისი განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სარგებლობს, ეპიდემიის პირობებში კი მოქალაქეებს გადაადგილება კერძო ავტომობილებისა და ტაქსების გარდა არაფრით შეუძლიათ.
ჯამურად, სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები და მეტრო მილიონ ადამიანს გადაზიდავს. დღეში, ეს ნიშნავს დაახლოებით 400-დან 500 ათასამდე ადამიანს. ეს არის ადამიანები, რომლებიც ტაქსით ვერ ივლიან, ერთხელ შეიძლება წავიდნენ, მეტჯერ ვერა. ტრანსპორტის ამუშავება აუცილებელია, - ამბობს უგულავა.
გიგი უგულავა ეკონომიკის სწრაფად ამუშავების საჭიროებაზეც საუბრობს. თბილისის ყოფილი მერი ეკონომიკურ კატასტროფას აანონსებს, თუ ეპიდემიის გამო შექმნილი პრობლემები არ აღმოიფხვრება.