„ნუ დაემსგავსებით იანუკოვიჩს“ - ლიეტუველი დისიდენტის მიმართვა "ოცნებას"

„ნუ დაემსგავსებით იანუკოვიჩს“, - ევროპარლამენტის დეპუტატის ანდრიუს კუბილიუსის გაფრთხილება საქართველომ მიიღო. „ოცნების“ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, შეასრულებს თუ არა ყველაზე პოპულარული ლიეტუველი დისიდენტის რჩევას.

ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი და "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე და ევროპარლამენტის გავლენიანი წევრია. კუბილიუსს დიდი და რთული პოლიტიკური გზა აქვს გავლილი. 80-იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ "პერესტროიკამდე", ანტისაბჭოთა მოძრაობას შეუერთდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დამოუკიდებლობისა და ევროპასთან დაახლოების იდეა გაახმოვანა.

როდესაც საბჭოთა დისიდენტები დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, ე.წ „საქმოსნები“ შექმნილი სიტუაციიდან ფინანსური სარგებლის ნახვას ცდილობდნენ. მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც სარფიანად გამოიყენა მასობრივი პრივატიზაციის პროცესი და სახელმწიფო ქონებების დატაცებისათვის დაწყებულ პროცესში აქტიურად ჩაერთო.

საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, აზროვნების საბჭოური სტილი და წითელი ინტელიგენცია დარჩა. სწორედ ეს ძალა აღმოჩნდა ოლიგარქის მთავარი დასაყრდენი, მათ შორის იყო გია ჟორჟოლიანი. ის ჯერ კიდევ 2012 წელს „ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო. ის გვერდით ედგა ოლიგარქს, რომელიც ასწლოვან ხეებს მისი სურვილის შესაბამისად გადააადგილებს და სამუშაო ადგილებს არ ქმნის.

გარდა გია ჟორჟოლიანისა, „ოცნებაში“ საბჭოთა პარტაქტივის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი ვოლსკია. კუბილიუსის კრიტიკულ განცხადებას პირველად სწორედ ვოლსკი გამოეხმაურა და ლიეტუველ საბჭოთა დისიდენტს „ნაციონალობა“ დააბრალა.

„ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებით, მმართველ გუნდში ქვეყნის მტრის ინტერესების გამტარებელი არაერთი დეპუტატია. მათივე თქმით, „ოცნების“ გუნდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე უმოქმედოა და მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს.

 

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი