მძმე კოვიდვითარების გამო გალის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები, სამედიცინო პუნქტებში ვაქცინებისა და ტესტების შეტანას ითხოვენ.
ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, სამედიცინო ცენტრები შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოს იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეგისტრაციის გავლა შეძლოს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტესტირების ჩასატარებლად მათ კილომეტრების გავლა და ზუგდიდამდე ჩასვლა უწევთ რისი საშუალებაც არ აქვთ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა იმატა. დღეს, 30 აგვისტოს საქართველოში ვირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.