აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი ჩავარდნილი ვაქცინაციისა და პოლიტიკური მოტივებით დანიშნული თუ მოხსნილი შეზღუდვების შედეგია - კალოიანი

გამოქვეყნდა:

„აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის და პოლიტიკური მოტივებით დანიშნული თუ მოხსნილი შეზღუდვების შედეგი“ - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი.

როგორც კალოიანი აღნიშნავს, კატასტროფული გარდაცვალების მიზეზი გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემა გახდა, რომელსაც არ ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა.

„აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის შედეგი ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის, რომელიც ძალიან გვიან დაიწყო და არის შედეგი პოლიტიკური მოტივებით მოხსნილი ან დანიშნული შეზღუდვებისა, ასევე არის მიზეზი გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემისა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან ისევე, როგორც მართვის მესიჯები და ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ აგვისტოში დავკარგეთ 1500 ადამიანი.“ - განაცხადა კალოიანმა

 30 აგვისტო - 78 გარდაცვლილი და ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი