"რატომ მიჰყავთ პაციენტები იქამდე, რომ რეანიმაციაში სიკვდილი ინატრონ" - მოქალაქეები კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ინფიცირებულები და მათი ოჯახის წევრები კლინიკებში არასათანადო ყურადღებაზე საუბრობენ. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ თუ ქვეყანაში ადამიანს ნაცნობი არ ჰყავს - განწირულია. 

"სანამ ზემოდან არ დავრეკეთ, დედასთან რეანიმაციულ განყოფილებაში არ იყო ყურადღება. [...] შერჩევითი სამართალია, როდის ვიხვეწებოდი დედაჩემისთვის ანტიბიოტიკი დაეწყოთ... რატომ მიჰყავთ პაციენტები იქამდე რომ რეანიმაციაში სიკვდილი ინატრონ" - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე "მთავართან" საუბარში

მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს დეა ადამიაც, რომლის თქმითაც, საავადმყოფოში მყოფი დედამისი შველას სთხოვდა - "აქ მიზანმიმართულად კლავენ ხალხს, სრული უჟანგბადობა აქვს და გამათბობელი ჩაურთეს, ვითხოვ უწყებებმა მედპერსონალის ფსიქიური მდგომარეობა შეამოწმოს".

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა იმატა. დღეს, 30 აგვისტოს საქართველოში ვირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი