გატაცების მცდელობა - ექვსი ოკუპანტი ძაღლებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

გამოქვეყნდა:

გატაცების კიდევ ერთი მცდელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე - გუშინ, ივანე მარიკაშვილი ორ მეგობართან ერთად სოფელ ზემო სობისის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  ნადირობდა, რა დროსაც წინაგარას ბაზიდან ექვსი შეიარაღებული ოკუპანტი, დაგეშილ ძაღლებთან ერთად დაიძრა, ავტომობილით გადმოკვეთეს მათივე დაწესებული საოკუპაციო ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს გამოეკიდნენ.

ივანე მარიკაშვილი ჰყვება, რომ ოკუპანტებს შემთხვევით გადაურჩა, რის შემდეგაც ისინი დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მარიკაშვილი გატაცებას გადაურჩა.

შემთხვევის ადგილზე ახლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა პატრულირებს, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლება მოქალაქეების უსაფრთხოებას საკუთარი კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეშიც კი ვერ იცავს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი