ბათუმში, მიწისქვეშა ბუნკერები, რომელშიც 100 ათასი დაიხარჯა არ მუშაობს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ბათუმის მერიის კორუფციულ საქმიანობებზე განცხადება გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობიდან" ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა.

ისინი აცხადებენ, რომ ბათუმში 50 მიწისქვეშა ბუნკერია და გამართულად არც ერთი არ ფუნქციონირებს, მათ მოსაწყობად კი 100 ათას ლარამდეა დახარჯული

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე დამსვნებლებს გაუმართავი ინფრასტრუქტურა დახვდათ.

"ქართული ოცნება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და კორუფციაზე ფიქრობს"- აცხადებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი