2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით დაიწყო - "ევროპული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბესო დონაძის თქმით წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართულები არიან გამგეობის წევრები, სკოლის მასწავლებლები და დირექტორები.
„ისანში „ქართული ოცნების" კანდიდატი და მოქმედი გამგებელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და კამპანიაში ჩართული ჰყავს გამგეობის თანამშრომლები“ - განაცხადა ისნის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ბესიკ დონაძემ.
ოპოზიციაში ფიქრობენ რომ არჩევნებამდე მმართველი გუნდის მხრიდან ადამიანური რესურსის გამოყენება და დაშინების ფაქტები კიდევ უფრო გახშირდება