მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ოზურგეთის მერობის კანდიდატის, გია ცეცხლაძის ინფორმაციით, მისი გუნდის წევრებზე, "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლაა.

ცეცხლაძემ კონკრეტულ მაგალითად დაბა ნასაკირალში, მათ მიერ შერჩეული მაჟორიტარობის კანდიდატი, ნონა ტუნაძე დაასახელა და თქვა, რომ ტუნაძეს არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს.

ცეცხლაძის ინფორმაციით, თალაკვაძეები ტუნაძეს შეხვდნენ, სკოლაში დასაქმება და მისი მეუღლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაპირდნენ. სანაცვლოდ ტუნაძემ კანდიდატურა რეგისტრაციამდე 1 დღით ადრე მოხსნა.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი