თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ - ბოტკოველი ამომრჩეველზე ზეწოლაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წინაასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩეველზე ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი თელავში, გიორგი ბოტკოველი ამბობს, სოფელ კულდღელაურში, უბნის ექიმი მოსახლეობას ემუქრება: 

"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანები ყოვედღიურად იხოცებიან, ამ ყველაფერში ჩართულები ჰყავთ სოფლის ექიმები. მე შემიძლია კონკრეტული ფაქტი დავასახელო, კურდღელაურის ექიმი, ქალბატონი ანა ოთარაშვილი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს მუქარასა და ზეწოლას, იმ სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებზე და ეუბნება, რომ თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ თურმე", - ამბობს ბოტკოველი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი "ზღვარგადასული ქმედებაა" და ასეთი ქმედებები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემებს უქმნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი