მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს. მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის ახალმა შს მინისტრმა დღეს მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მისი ოფისი აქტიურად ჩაერთვება უკრაინის პოლიციის, საიმიგრაციო სამსახურისა და მანქანების რეგისტრაციის სამსახურის საფუძვლიან ცვლილებებსა და რეფორმირებაში.
უკრაინის ხელისუფლბამ გაითვალისწინა მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება, როცა მისმა გუნდმა შეძლო შეექმნა უკრაინის საპატრულო პოლიცია 2014-2015 წლებში. ამჟამად მას ხელახლა მიმართეს სამინისტროს სხვა სამსახურების რეფორმირების თხოვნით.
დენის მონასტირსკიმ არსენ ავაკოვი ცოტა ხნის წინ შეცვალა.