"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის "ფინანსური დატვირთვა არ აქვს", კობახიძე ამ ყველაფერს "მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით" ხსნის:
"ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მილიონი ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია. "ქართულ ოცნება", მოქმედებს, პირველი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად", - თქვა კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
მისივე თქმით, "ტერმინი სანქცია სრული სპეკულაცია" იქნება.