ღარიბი ქვეყნის მთავრობის ძვირადღირებული წინასაარჩევნო კამპანია - "ქართული ოცნება" მილიონებს ხარჯავს და სარეკლამო ბილბორდების "ოკუპაციას" ახდენს. სახელისუფლებო კანდიდატების გამოსახულებას შეხვდებით ყოველ ნაბიჯზე.
მმართველი პარტია, რომელამც ბოლო თვეებში მილიონობით ლარი შემოწირულობების სახით მიიღო, ახლა ამ უზარმაზარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით ოპოზიციას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ეს არის ძალის დემონსტრირება - მიაჩნიათ სამოქალაქო ორგანიზაციებს და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ურჩევენ არ ჩაანაცვლოს ქვეყნის ინტერესები პარტიულით.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ პარტიამ ბოლო ერთ თვეში, სხვადასხვა გზით, 4 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო. ირკვევა, რომ ბანერების მინიმალური ფასი 6 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ჯდება.
ავტორი: ნინო გიგაური.