ამიერიდან გენიალური ქართველი მხატვრების ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელია. არავინ იცის, როდის იქნება ისევ შესაძლებელი ფიროსმანის, კაკაბაძის, გუდიაშვილისა და ნიკოლაძის შემოქმედების ხილვა - ეროვნული გალერეა მალე ხარაჩოებში მოექცევა, მუდმივმოქმედი ექსპოზიცია კი საცავში გამოიკეტება.
კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთი საგანძურის გადატანის პროცესი სპეციალური კომისიისა და გეგმის გარეშე დაიწყო.